1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე, თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.
2. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70%, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე, მათი იმპორტის შემთხვევაშიც. ამავდროულად, დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა (დანართი №2).
3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების მაქსიმუმ 50%-ით (დღგ-ის ჩათვლით), მაგრამ არა უმეტეს 2 500 ლარისა (დღგ-ის ჩათვლით) 1 - ჰა-ზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს ნერგებს, გააჩნია საკუთარი სანერგე მეურნეობა ან საკუთარი მიზნებისათვის გამოჰყავს ნერგები, მას შეუძლია, მიიღოს მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისათვის თანადაფინანსება ამ მუხლის მე-3 პუნქტში დადგენილი ოდენობით.
5. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ, დამატებით გადაეცემათ საკუთრებაში საწამლი აპარატებ