1. ბაღის კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიცარებს წარმოადგენენ სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების გაშენებით დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსების სიმწირისა და უკუგების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გამო ვერ ახერხებენ ახალი ფართობების ათვისებას.
2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
3. ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებ