1. ბენეფიციარის მიერ განაცხადით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო.

2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა დაკმაყოფილებული განაცხადი.

3. დოკუმენტური მონიტორინგი განხორციელდება ბენეფიციარის მიერ სააგენტოში ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით.

4. ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული საგადახდო დავალება წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებლად.

5. საველე მონიტორინგი განხორციელდება ნერგების დარგვისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდგომ.

6. პირველი სავეგეტაციო პერიოდის დასრულებამდე, სააგენტო პერიოდულად განახორციელებს საველე მონიტორინგს.

7. საველე მონიტორინგის მეთოდოლოგიას შეიმუშავებს სააგენტო  ცენტრთან ერთად.

8. საველე და დოკუმენტური მონიტორინგის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტ