სანიტარიული ჭრა, რომელიც არ მიეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომლის მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი გულისხმობს განსაზღვრულ ადგილზე ხმელი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და ტყის მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ხეების დადგენილ ვადებში მოჭრას, აგრეთვე ამ და სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გატანას.

საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021