1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზნებია:
ა) ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ- და კლიმატმარეგულირებელი და სხვა სასარგებლო ფუნქციების/ თვისებების) შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება;
გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
დ) სარგებლობის მიზნით ტყეში ფართობის ერთეულიდან მისაღები მერქნის მოცულობის გაზრდა.
2. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით.
3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა, სანიტარიული ჭრა და სარეკონსტრუქციო ჭრა.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. ტყის მოვლა და მისი მიზნები 1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზნებია: ა) ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ- და კლიმატმარეგულირებელი და სხვა სასარგებლო ფუნქციების/ თვისებების) შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება; გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება; დ) სარგებლობის მიზნით ტყეში ფართობის ერთეულიდან მისაღები მერქნის მოცულობის გაზრდა. 2. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით. 3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყითს დაცვის, აღდრგენისა და მოვბლობის წესის შესახებ“ დებულებით. 4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა. მოვლითი ჭრი, ს სახეებია სანიტარიული ჭრა და სარეკონსტრუქციო ჭრებია.
…განეხორციელებინა ის ღონისძიებები, რისი ნებართვაც მას გააჩნდა. სააპელაციო პალატამ გამოიყენა ტყის კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის თანახმად აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის…
…ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით). ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე, ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. აღნიშნული კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, ტყითსარგებლობის სანებართვო…
მუხლი 24. მწვანე ნარგავების მოვლა და მისი მიზანი— მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 24. მწვანე ნარგავების მოვლა და მისი მიზანი— გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული
ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ