1. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს  ჭრების განხორციელების ნორმები.

2. სამეურნეო  ჭრები ხორციელდება სამეურნეო კატეგორიას  დაქვემდებარებულ ტყეში არსებული სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, ვერხვის, ჯაგრცხილას, მდგნალის, გლედიჩია, აკაციის, მურყანის (თხმელა) წმინდა და შერეულ კორომებში.

3. სპეციალური სარგებლობის  ჭრები ხორციელდება ყველა ხნოვანების,   სიხშირისა და დაქანების კორომებში. ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში (დანართი №1) ხის  მოცულობის გაანგარიშების ჯამური მონაცემები შეიტანება  0,01 კუბ.მ სიზუსტით.

4. ტყეკაფებზე მოსაჭრელი ხეტყის აღრიცხვის დოკუმენტების შეთანხმება ტყის მართვის  ორგანოს  მიერ ხდება თითოეულ ტყეკაფზე აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ მონიშნული ტყეკაფების გამოყოფა ხორციელდება შეთანხმების გარეშ