1. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი, თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობისას ტყითმოსარგებლის მიერ ხეტყის ჭრის აუცილებლობის წარმოშობისას ტყის მართვის ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი ჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის მონიშვნის მასალები, მ.შ. აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით).
2. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია ტყითმოსარგებლეს მოსთხოვოს ჭრების ჩატარების გეგმაში ან/და განსახორციელებელ პროექტში ცვლილებების შეტანა, მათ შორის, ჭრების ჩატარების ადგილის, მოსაჭრელი მერქნიანი მცენარეების სახეობების, ან მოსაჭრელი მერქნის მოცულობის შეცვლა და/ან დაზუსტება, ტყის დაცვის ინტერესებისა და ტყითსარგებლობის ვადის (ხანგრძლივობის) გათვალისწინებით.
3. ჭრების განხორციელების შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს ჭრისთვის დადგენილი საკომპენსაციო საფასური, ხეტყის ჭრის განხორციელებამდე, ამ წესის მე-6 დანართის №1 ცხრილის შესაბამისა