1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ამ წესის მიხედვით, ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული სხვა იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებით (სპეციალურია ტყითსარგებლობა, რომელიც რესურსის მოპოვების ან გამოყენების ოდენობით (მასშტაბებით) სცდება ტყით საერთო სარგებლობის ხასიათს და ატარებს მოგების (კომერციულ), ან სხვა სახის არაპირადი სარგებლის მიღების სახეს).
2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს რესურსების ხელმისაწვდომობას კომერციული მიზნით.
3. ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის მიზანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტყის მდგრადი მართვის ინტერესებს.
4. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება ერთ წლამდე ვადი