1. ტყითმოსარგებლე, ტყითსარგებლობის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს ტყის მართვის შესაბამის ორგანოს.
2. ტყის მართვის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების მიზანშეწონილობის შესახებ, ან შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს ტყითმოსარგებლეს. ტყითსარგებლობის გეგმა, ტყის მართვის ორგანოს წარდგინებით, მტკიცდება მინისტრის მიერ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. ტყითსარგებლობის გეგმაში ცვლილების შეტანა დასაშვებია ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით ლიცენზიაში დასაშვები ცვლილებების ფარგლებში და ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისა