1. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია  ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენეს მოწყობის მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;

ბ) ტყის დაზიანების თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ;

გ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ.

2. დაუშვებელია ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

თავი XII

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლო