1. ცხოველთა თავშესაფრების (მათ შორის, სეზონურის) და სანაშენის მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით. ამ სახის ტყითსარგებლობა არ ნიშნავს თავშესაფრისა და სანაშენის გარეთ ცხოველთა უკონტროლო და თვითნებური ძოვების უფლების მოპოვებას.
2. ცხოველთა თავშესაფარი ეწყობა, როგორც ცხოველთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს ტყვეობის მძიმე პირობებში მყოფი ან დასახიჩრებული/დაზიანებული ცხოველების შენახვა და რეაბილიტაცია, ან მუდმივი შენახვა, თუ მათი ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია.
3. ცხოველთა სანაშენის მოწყობის მიზანია ცხოველთა გამრავლება, მათი ბუნებაში გაშვების მიზნი