1. სანაშენე გუნდში ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით და როგორც სახელმწიფო კონტროლის ნაწილი.
2. სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ადგილას, ქვემოთ მოცემული ორი შესაძლო ვარიანტიდან:
ა) ინკუბატორში;
ბ) ან სადგომში.
3. სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტში განახორციელოს სრული გამოკვლევის სქემა ბროილერის ყველა სანაშენე გუნდისთვის და ყველა კვერცხისმდებელ სანაშენე გუნდისთვის. თუმცა, ქვეყნის ფარგლებში სავაჭროდ განკუთვნილი კვერცხისმდებელი სანაშენე გუნდების ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს სადგომში.
4. სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით აღებულ ნიმუშში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენისას გამოკვლევის განმახორციელებელმა ლაბორატორიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს. სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენის დროულ შეტყობინებაზე გამოკვლევის განმახორციელებელ ლაბორატორიასთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრება სურსათის ბიზნესოპერატორსაც.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლად, იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე მიიღწევა სულ მცირე ორ თანმიმდევრულ კალენდარულ წელიწადში მთლიანად ქვეყანაში, სადგომში ნიმუშის აღება შესაძლოა გაგრძელდეს ყოველ სამ კვირაში ერთხელ, სააგენტოს შეხედულებისამებრ. თუმცა სადგომში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენის შემთხვევაში სანაშენე გუნდში და/ან სხვა შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, შეინარჩუნოს ან დაუბრუნდეს ორკვირიან შემოწმების ინტერვალ