1. ნიმუშის აღება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოიცავს:
ა) იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღება სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ხორციელდება ინკუბატორში:
ა.ა) ნიმუშის აიღებას რეგულარულად, ყოველ 16 კვირაში ერთხელ, ინკუბატორში;
ა.ბ) ნიმუშის აღებას რეგულარულად სადგომში ოჯერ საწარმოო ციკლის განმავლობაში, პირველად – ოთხი კვირის ფარგლებში კვერცხდების ფაზაში ან კვერცხმდებელი ფრინველების განყოფილებაში გადასვლის შემდეგ და მეორედ – კვერცხისდების ფაზის დასასრულისკენ, საწარმოო ციკლის დასრულებამდე არაუადრეს რვა კვირის განმავლობაში.
ა.გ) დამადასტურებელი ნიმუშის აღებას სადგომში, ინკუბატორში ნიმუშის აღების შედეგად სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენის შემდეგ.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღება სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ხორციელდება სადგომში, ნიმუშის რეგულარული აღება უნდა მოხდეს სამჯერ საწარმოო ციკლის განმავლობაში:
ბ.ა) ოთხი კვირის ფარგლებში კვერცხდების ფაზაში ან კვერცხმდებელი ფრინველების განყოფილებაში გადასვლის შემდეგ;
ბ.ბ) კვერცხდების ფაზის დასრულებისკენ, საწარმოო ციკლის დასრულებამდე არაუადრეს რვა კვირის განმავლობაში;
ბ.გ) ნებისმიერ დროს საწარმოო ციკლის განმავლობაში, რომელიც საკმარისი დროით არის დაშორებულია ამ პუნქტის ,,ბ.ბ“ და ,,ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ნიმუშის აღებიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სამიზნე მიიღწევა სულ მცირე ორ თანმიმდევრულ კალენდარულ წელიწადში მთლიანად ქვეყანაში, სააგენტოს უფლება აქვს რეგულარული ნიმუშის აღება შეცვალოს ნიმუშის აღებით:
ა) სადგომში ერთხელ ნებისმიერ დროს საწარმოო ციკლის განმავლობაში და წელიწადში ერთხელ ინკუბატორში;
ბ) ან საფრინველეში ორჯერ ნებისმიერ დროს, რომელიც საკმარისი დროით არის დაშორებული ერთმანეთისგან საწარმოო ციკლის განმავლობაში.
3. თუმცა სადგომში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენის შემთხვევაში სანაშენე გუნდში და/ან სხვა შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, შეინარჩუნოს ან დაუბრუნდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გამოკვლევის ინტერვალს.
4. სააგენტოს მიერ განხორციელებული ნიმუშის აღებით შეიძლება შეიცვალოს სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციტივით განხორციელებული ნიმუშის აღებ