1. რეგულარული (რუტინული) ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ისე, როგორც აღწერილია ამ დანართის მე-6 მუხლში.
2. დამადასტურებელი ნიმუშის აღება, ინკუბატორში ნიმუშის აღებისას რელევანტური სალმონელას სეროტიპების გამოვლენის შემდეგ, უნდა განხორციელდეს იმ ფორმით, როგორც აღწერილია ამ დანართის მე-6 მუხლში.
3. დამატებითი ნიმუშები შეიძლება შეგროვდეს ანტიმიკრობული ან ბაქტერიის ზრდის ინჰიბიტორების შესაძლო ტესტირებისთვის შემდეგნაირად: ფრინველები შეირჩევა შემთხვევითი მეთოდით საფრინველეს თითოეულ განყოფილებაში (ერთეულში), თითოეულ საფრინველეში ხუთ ფრინველამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტო საჭიროდ ჩათვლის ნიმუშის აღებას მეტი რაოდენობის ფრინველზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება ინფექციის წყარო, უნდა განხორციელდეს ანტიმოკრობული ტესტირება ან ახალი ბაქტეოროლოგიური გამოკვლევა სალმონელას შესაბამისი სეროტიპების არსებობის გამოსავლენად ტარდება სანაშენე გუნდზე ან მათ შთამომავლობაზე სავაჭრო შეზღუდვების მოხსნამდე.
5. ანტიმიკრობული ან ბაქტერიის ზრდის ინჰიბიტორების გამოვლენის შემთხვევაში, სალმონელას ინფექცია უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად.
6. ეჭვი ცრუ შედეგების შესახებ - გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სააგენტოს აქვს მიზეზი ეჭვქვეშ დააყენოს ტესტირების შედეგები (როგორიცაა ცრუ დადებითი შედეგები ან ცრუ უარყოფითი შედეგი), შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ტესტირების განმეორებით ჩატარების თაობაზე ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების შესაბამისა