1. salmonella spp. გამოვლენა  გამოვლენა უნდა განხორციელდეს EN/ISO 6579-1 შესაბამისად.

2. ბახილების ნიმუშებთან, მტვრის ნიმუშებთან და ამ დანართის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული ექსკრემენტების სხვა მასალის ნიმუშებთან დაკავშირებით, შემდგომი კულტივირებისთვის უნდა შეგროვდეს ინკუბირებული ბუფერულ პეპტონიანი  წყლის (BPW) გამდიდრებული ბულიონი. ამისათვის ორივე ნიმუშის ინკუბაცია ხდება  ბუფერულ პეპტონიან  წყალში (BPW), როგორც ეს მითითებულია ამ დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში. აიღეთ 1 მლ ინკუბირებული ბულიონი თითოეული ნიმუშიდან და სათანადოდ შეურიეთ, შემდეგ აიღეთ 0,1 მლ ნარევი და მოახდინეთ მოდიფიცირებულ ნახევრად მყარ რაპაპორტ-ვასილიადისის (MSRV) პლანშეტზე  ინოკულაცია.

3. არ უნდა მოხდეს ბუფერულ პეპტონიან  წყალში (BPW) ნიმუშების შერხევა, მორევა ან სხვაგვარად შენჯღრევა ინკუბაციის შემდეგ, რადგან გამოყოფს ინჰიბიტორულ ნაწილაკებს და ამცირებს შემდგომ იზოლაციას  MSRV-შ