1. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:
ა) ვარიანტების დეტალური აღწერილობას, რომელიც განხორციელებულია ნიმუშის აღების სქემასთან და აღებულ ნიმუშთან დაკავშირებით;
ბ) ახალგაზრდა სანაშენე გუნდების საერთო რაოდენობას, რომელიც მოიცავს სულ მცირე 250 ფრინველს, რომლებიც შემოწმდა არანაკლებ ერთხელ ანგარიშგების წლის განმავლობაში
გ) ტესტირების შედეგებს, რომელიც მოიცავს:
გ.ა) სანაშენე გუნდების საერთო რაოდენობას, რომელიც დადებითია სალმონელას მიმართ ქვეყანაში;
გ.ბ) სანაშენე გუნდების რაოდენობას, რომელიც დადებითია მინიმუმ სალმონელას ერთ შესაბამის სეროტიპთან;
გ.გ) დადებითი სანაშენე გუნდების რაოდენობას თითოეული სალმონელას სეროტიპთან ან განუსაზღვრელ სალმონელასთან დაკავშირებით (იზოლატები, რომელიც არის არატიპირებადი ან არ არის სეროტიპირებული).
დ) შემთხვევების რაოდენობას, როდესაც არ დადასტურდა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ნიმუშების აღებიდან სალმონელას თავდაპირველი დადებითი შედეგი;
ე) შედეგების განმარტებებს, კერძოდ გამონაკლის შემთხვევებთან დაკავშირებით.
2. შედეგები და ნებისმიერი დამატებითი შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ მე-9 მუხლში მითითებული ტენდენციების და წყაროების შესახებ ანგარიშის ფარგლებში.
დანართი N6
ინდაურის გუნდში salmonella Enteritidis და salmonella typhimurium-ის შემცირებასთან დაკავშირებული ქვეყნის სამიზნეს მიღწევის დასადასტურებელი გამოკვლევის სქე