1. სურსათის ბიზნესოპერატორმა უნდა აიღოს სასუქი და სანაშენე ინდაურების ყველა გუნდიდან ნიმუში შემდეგი სახით:
ა) სასუქი და სანაშენე ინდაურების გუნდებიდან - დაკვლამდე სამ კვირაში. სააგენტომ შესაძლოა დაუშვას ნიმუშის აღება დაკვლის თარიღამდე ბოლო ექვს კვირაში იმ შემთხვევაში, თუ ინდაურები 100 დღეზე მეტი ინახება ან მიეკუთვნება ინდაურის ორგანული წარმოების კატეგორიას;
ბ) სანაშენე ინდაურის:
ბ.ა) გამოსაზრდელ გუნდში: ერთი დღის, ოთხი კვირის და ორი კვირის ასაკში კვერცხისდების ფაზაში ან კვერცხმდებელ ერთეულში გადასვლამდე;
ბ.ბ) ახალგაზრდა გუნდში: სულ მცირე ყოველ მესამე კვირაზე კვერცხისდების პერიოდში სადგომში ან ინკუბატორში;
ბ.გ) სადგომში სანაშენე ინდაურის გუნდის შემთხვევაში, რომლებიც დებენ ქვეყნის ფარგლებში ვაჭრობისთვის გამიზნულ საინკუბაციო კვერცხს;
2. სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოკვლევის სქემაში ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი ვარიანტის განხორციელების შესახებ ყველა გუნდისთვის. თუმცა, ქვეყნის ფარგლებში სავაჭროდ განკუთვნილი კვერცხმდებელი სანაშენე გუნდების ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს სადგომში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, თუ ქვეყნის სამიზნე მიიღწევა მინიმუმ ორ თანმიმდევრულ კალენდარულ წელიწადში მთლიანად ქვეყანაში, სადგომში ნიმუშის აღება შესაძლოა გაგრძელდეს ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად. თუმცა სააგენტოს უფლება აქვს შეინარჩუნოს ან დაუბრუნდეს სამკვირიან გამოკვლევის ინტერვალს სალმონელას შესაბამისი სეროტიპების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში სადგომის სანაშენე გუნდებში და/ან სხვა შემთხვევაში, რომელსაც მიზანშეწონილად ჩათვლის სააგენტო.
4. სააგენტო ნიმუშის აღებისას სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს:
ა) სანაშენე ინდაურების გუნდებიდან ნიმუშის აღებას:
ა.ა) წელიწადში ერთხელ, ყველა გუნდიდან, სადაც არის სულ მცირე 250 ახალგაზრდა სანაშენე 30 - 45 კვირის ასაკის ინდაურები და ყველა სადგომიდან, სადაც იმყოფება რჩეული, დიდი წინაპრების და წინაპრების შთამომავალი სანაშენე ინდაურები; სააგენტომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ნიმუშის აღება ასევე მოხდეს ინკუბატორში;
ა.ბ) ყველა გუნდიდან სადგომში, სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ ინკუბატორში აღებული ნიმუშებიდან ან სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშებიდან Salmonella Enteritidis და Salmonella typhimurium გამოვლენის შემთხვევაში, ინფექციის წარმოშობის გამოკვლევის მიზნით.
ბ) სასუქი ინდაურების გუნდებიდან ნიმუშის აღებას წელიწადში ერთხელ, მინიმუმ ერთ გუნდში სადგომის 10%-ზე, სადაც სულ მცირე 500 სასუქი ინდაურია;
გ) ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს რისკის საფუძველზე და დამატებით, როდესაც სააგენტო საჭიროდ ჩათვლის;
დ) მის მიერ განხორციელებული ნიმუშის აღების შესაძლო ჩანაცვლებას სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად აღებული ნიმუშები