1. სააგენტომ ან სურსათის ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნიმუშები აღებულ იქნეს ამ მიზნით გადამზადებული პირების მიერ.

2. სანაშენე ინდაურების გუნდებიდან ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართი N5-ის მე-5-მე-7 მუხლების შესაბამისად.

3. სასუქი ინდაურების თითოეულ გუნდში ნიმუშის აღებისთვის, გამოყენებულ უნდა იყოს არანაკლებ ორი წყვილი ფეხსაცმლის ბახილა. ბახილები ჩამოცმულია ფეხსაცმელზე და ნიმუშის აღება ხდება სიარულის დროს საფრინველის გარშემო. ბახილები ინდაურების თითოეული გუნდიდან შეიძლება გაერთიანდეს ერთ ნიმუშში.

4. ფეხსაცმელზე ბახილების ჩაცმამდე მათი ზედაპირი უნდა გაიჟღინთოს:

ა) მაქსიმალურად აღდგენილი გამხსნელის გამოყენებით (მაქსიმალურად აღდგენილი გამხსნელი: 0,8%  ნატრიუმის ქლორიდი, 0,1 %-იანი პეპტონი სტერილურ დეიონიზირებულ წყალში);

ბ) ან სტერილური წყლის გამოყენებით;

გ) ან ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული ნებისმიერი სხვა გამხსნელის გამოყენებით;

დ) ან ავტოკლავირებით კონტეინერში გამხსნელებთან ერთად.

5. ფეხსაცმლის ბახილების დასველება უნდა მოხდეს სითხის ჩასხმით შიგნით მათ ჩაცმამდე ან მათი შერხევით გამხსნელის კონტეინერში.

6. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ ყველა სექცია საფრინველეში წარმოდგენილი იყოს ნიმუშის აღების დროს პროპორციული წესით. თითოეული წყვილი ბახილა უნდა მოიცავდეს საფრინველის დაახლოებით 50%-ს.

7. ნიმუშის აღების დასრულებისას, ბახილები ფრთხილად უნდა მოცილდეს ფეხსაცმელებს, რათა არ მოხდეს მიკრული მასალების მოშორება. ფეხსაცმლის ბახილები შესაძლოა გადმოტრიალდეს მასალის შესანარჩუნებლად. ისინი უნდა განთავსდეს ჩანთაში ან ქვაბში და მოხდეს მათი ეტიკეტირება.

8. სააგენტომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება და გაზარდოს ნიმუშების მინიმალური რაოდენობა რეპრეზენტატული ნიმუშის აღების უზრუნველყოფის მიზნით ეპიდემიოლოგიური პარამეტრების ცალკეული შემთხვევის შეფასების საფუძველზე, როგორიცაა ბიოუსაფრთხოების პირობები, გუნდის განაწილება ან ზომა.

9. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაუშვებს, ერთი წყვილი ფეხსაცმლის ბახილა შეიძლება შეიცვალოს 100 გრ. მტვრის ნიმუშით, რომელიც შეგროვებულია საფრინველის სხვადასხვა ადგილის იმ ზედაპირებიდან, სადაც მტვრის არსებობა სათანადოდ ხილვადია. ალტერნატივის სახით, ერთი ან რამდენიმე დასველებული ქსოვილის ნაჭერი, მთლიანობაში მინიმუმ 900 სმ2 ზედაპირით, შეიძლება იქნეს გამოყენებული მტვრის ნიმუშის შესაგროვებლად სხვადასხვა ზედაპირებიდან მთლიან საფრინველეში. თითოეული ნაჭერი კარგად უნდა იყოს მტვრით დაფარული ორივე მხარე