1. ინდაურის სანაშენე გუნდისთვის, მინიმუმ ერთი იზოლატი თითოეული დადებითი ნიმუშიდან, უნდა იყოს სეროტიპირებული, White–Kauffmann-Le Minor-ის სქემის შესაბამისად.
2. ინდაურის სასუქი გუნდისთვის, მინიმუმ ერთი იზოლატი თითოეული დადებითი ნიმუშიდან, რომელიც აღებულია სააგენტოს მიერ, უნდა იყოს სეროტიპირებული, White–Kauffmann-Le Minor-ის სქემის შესაბამისად.
3. სურსათის ბიზნესოპერატორი სულ მცირე უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა იზოლატიდან არცერთი მათგანი არ ეკუთვნის სეროტიპებს Salmonella Enteritidis ან salmonella typhimurium, მათ შორის მონოფაზურ შტამებს, ანტიგენის ფორმულით ► 1,4,[5],12:i:- ◄.
მუხლი11. ალტერნატიული მეთოდები
ამ დანართის მე-8-მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამოვლენის მეთოდებისა და სეროტიპირების ნაცვლად, შეიძლება გამოყენებული იქნეს ალტერნატიული მეთოდები თუ ვალიდირებულია EN/ISO 16140 უახლესი ვერსიის შესაბამისა