1. ანგარიშგება მოიცავს:

ა) სასუქი და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურების გუნდების რაოდენობას, რომელთა გამოკვლევა ჩატარდა მინიმუმ ერთხელ ანგარიშგების წლის განმავლობაში;

ბ) სასუქი და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურების გუნდების საერთო რაოდენობას, რომლებიც დადებითია ნებისმიერი სალმონელას სეროტიპთან ქვეყანაში;

გ) სასუქი და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურების გუნდების რაოდენობას, რომლის ტესტირება ჩატარდა დადებითი შედეგით მინიმუმ ერთხელ Salmonella Enteritidis და/ან სალმონელა typhimurium, მათ შორის მონოფაზური შტამებზე, ანტიგენური ფორმულით ►C1 1,4,[5],12:i:- ◄;

დ) დადებითი სასუქი და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურების გუნდების რაოდენობას თითოეული სალმონელას სეროტიპთან ან განუსაზღვრელ სალმონელასთან დაკავშირებით (იზოლატები, რომელიც არატიპირებადია ან არ არის სეროტიპირებული).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ცალ-ცალკე ნიმუშის აღებასთან დაკავშირიებით სალმონელას სახელმწიფო კონტროლის საერთო პროგრამის ფარგლებში:

ა) სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით;

ბ) სააგენტოს მიერ ამ დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით.

3. ტესტების შედეგები „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს სასურსათო ჯაჭვის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციად.

4. გამოკვლეული ინდაურების თითოეული გუნდიდან სააგენტოსათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მინიმუმ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია:

ა) სადგომის უნიკალური ნომერი;

ბ) გუნდის უნიკალური ნომერი;

გ) ნიმუშის აღების თვე;

დ) ფრინველის რაოდენობა თითოეულ გუნდში.

5. შედეგები და ნებისმიერი დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ,,ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული ტენდენციების და წყაროების შესახებ ანგარიშის ფარგლებში.

6. სურსათის ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს Salmonella Enteritidis და/ან Salmonella typhimurium, მათ შორის მონოფაზური შტამების, ანტიგენური ფორმულით formula ► 1,4,[5],12:i:- ◄ გამოვლენის შესახებ. სურსათის  ბიზნესოპერატორმა უნდა სთხოვოს აგრეთვე გამოკვლევის განმახორციელებელ ლაბორატორიას, რომ ამის შესახებ აცნობოს  სააგენტო