1. ლაბორატორიაში ნიმუშები ინახება გაყინულ მდგომარეობაში გამოკვლევამდე, რომელიც უნდა დაიწყოს მიღებიდან 48 საათის განმავლობაში და ნიმუშის აღებიდან 96 საათის განმავლობაში.
2. წყვილი ბახილების/წინდების და მტვრის ნიმუში (ქსოვილის ნაჭერი) ფრთხილად უნდა გაიხსნას, რათა არ მოხდეს მიკრული ექსკრემენტული მასალის მოშორება და უნდა განთავსდეს 225 მლ. პეპტონის ბუფერულ წყალში (BPW), რომელიც წინასწარ არის შემთბარი ოთახის ტემპერატურაზე. ბახილების/წინდების ნაჭრები მთლიანად უნდა ჩაიძიროს პეპტონის ბუფერულ წყალში (BPW) და აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს პეპტონის ბუფერული წყალი (BPW).
3. მტვრის ნიმუშის ანალიზი უმჯობესია ჩატარდეს ცალკე. თუმცა სასუქი გუნდებისთვის სააგენტომ გამოკვლევისათვის შესაძლოა დაუშვას მისი გაერთიანება ფეხსაცმლის/წინდების ბახილების წყვილთან.
4. ნიმუშის სრული გაჯერებისთვის უნდა მოხდეს მისი არევა და კულტივირება უნდა გაგრძელდეს ამ დანართის მე-9 მუხლით განსაზღვრული გამოვლენის მეთოდით.
5. სხვა ნიმუშები (მაგალითად, სანაშენე გუნდებიდან ან ინკუბატორებიდან) უნდა მომზადდეს ამ წესის დანართი N 5-ის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.
6. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული იქნება სტანდარტიზაციის ევროპის კომიტეტის (CEN) ან სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტები ექსკრემენტების მომზადების შესახებ სალმონელას გამოვლენის მიზნით, ასეთი სტანდარტები გამოყენებულ უნდა იქნას და შეცვალოს ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ნიმუშების მომზადების შესახე