1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდაურებში salmonella Enteritidis და salmonella typhimurium - ის შემცირებასთან დაკავშირებით, ქვეყნის სამიზნე არის:
ა) სასუქი ინდაურის გუნდის, რომელიც დადებითი იქნება salmonella Enteritidis და salmonella typhimurium მიმართ, მაქსიმალური წლიური პროცენტული მაჩვენებლის შემცირება, 1%- მდე ან ნაკლებით;
ბ) ახალგაზრდა სანაშენე ინდაურის გუნდის, რომელიც დადებითი იქნება salmonella Enteritidis და salmonella typhimurium მიმართ, მაქსიმალური წლიური პროცენტული მაჩვენებლის შემცირება, 1%- მდე ან ნაკლებით.
2. ქვეყანაში 100-ზე ნაკლები ახალგაზრდა სანაშენე ან სასუქი ინდაურების გუნდების არსებობისას, ქვეყნის სამიზნე წლიურად არის ახალგაზრდა სანაშენე ან სასუქი ინდაურების არაუმეტეს ერთი დადებითი გუნდისა.
3. მონოფაზურ salmonella typhimurium-თან დაკავშირებით, სეროტიპები ანტიგენის ფორმულით ► 1,4,[5],12:i:- ◄, შეტანილი უნდ იყოს ქვეყნის სამიზნეში.
4. ამ დანართის მე-2-მე-14 მუხლებით განსაზღვრულია გამოკვლევის სქემა, რომელიც საჭიროა ქვეყნის მიერ სამიზნეს მიღწევის პროგრესის დასადასტურებლა