1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება:
ა) 18-21 წლამდე ახალგაზრდა (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომელიც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებას ტოვებს ან/და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 12 თვეზე მეტი და გამოხატავს სურვილს ჩაერთოს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებში;
ბ) პროგრამის დანართ 2.12-ით („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მოსარგებლე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც აღარ არის პროგრამის დანართი 2.12-ით განსაზღვრული მომსახურების მიმღები, ჯერ არ შესრულებია 21 წელი, იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და გამოხატავს სურვილს, ჩაერთოს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებში.
2. კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსი, ბენეფიციარის მიმართვის საფუძველზე. ვაუჩერი შესაძლებელია, გაიცეს 6-ჯერ (არაუმეტეს ერთჯერადად 2 თვის ვაუჩერისა).
3. ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილი პირი ამოწმებას ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ და სხვა საჭირო ინფორმაცია