1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული (სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სკოლა-პანსიონი, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარები. ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მოსარგებლე, რომელიც არის იმ უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ მდებარეობს მინდობით აღმზრდელის საცხოვრებელ ქალაქში) 18-იდან 21 წლამდე (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ახალგაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ შესრულებია 21 წელი და დაასრულა სწავლა, მომსახურება უგრძელდება არაუმეტეს 3 თვის ვადისა, ხოლო ბენეფიციარს, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი და არ დაუსრულებია სწავლა სასწავლო წლის დასრულებამდე.
2. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ახალგაზრდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 24 თვეზე მეტი;
ბ) არ არსებობს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა (უსახლკარობა, საფრთხის შემცველი საცხოვრისი, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული მშობლები/ოჯახის წევრი, ოჯახში ძალადობა და სხვ);
გ) აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და განათლების მიღების მოტივაცია. აქვს ქვეპროგრამაში ჩართვაზე ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილი პირის – სოციალური მუშაკის და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ადმინისტრაციის რეკომენდაცია შესაბამისი ფორმით, რომელიც მტკიცდება ზრუნვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
დ) არის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, ან არის აბიტურიენტი (აქვს შესაბამისი დოკუმენტი ან/და სოციალური მუშაკის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ ბენეფიციარი ემზადება უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლში ჩასაბარებლად).
3. ქვეპროგრამაში ჩარიცხვის/ამორიცხვის/ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
4. ბენეფიციარის ქვეპროგრამაში ჩართვისთანავე ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება 6 თვის ვადით, სადაც გაწერილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციისა და ბენეფიციარის მოვალეობები, ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის დამატებითი პირობები. ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს ზრუნვის სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ბენეფიციარისათვის მომსახურების:
ა) მიწოდება წყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) მიაღწია ქვეპროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ ასაკს;
ა.ბ) საკუთარი სურვილით წყვეტს ხელშეკრულებას;
ა.გ) გაუჩინარების შემთხვევაში (არაუმეტეს 20 დღისა);
ა.დ) შექმნა ოჯახი;
ა.ე) შეუჩერდა (ერთ სემესტრზე მეტი ვადით)/შეუწყდა სტუდენტის სტატუსი;
ა.ვ) დაარღვია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
ა.ზ) თუ ბენეფიციარმა თვითნებურად დატოვა მომსახურება, უარს აცხადებს დაბრუნებაზე და გასულია 2 თვე;
ა.თ) არსებობს სხვა გარემოება (მაგ.: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და სხვ.);
ბ) ანაზღაურების გაცემა ჩერდება შემდეგ შემთხვევებში:
ბ.ა) თუ ბენეფიციარმა თვითნებურად დატოვა მომსახურება და უარს აცხადებს დაბრუნებაზე;
ბ.ბ) თუ ბენეფიციარი საზღვარგარეთ იქნა გაყვანილი სასწავლებლად ან სამკურნალოდ 2 კვირაზე მეტი ვადით;
ბ.გ) თუ ბენეფიციარი სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფება მომსახურებაში 2 კვირა და არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლები;
ბ.დ) თუ ბენეფიციარი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ა“ – „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ მომსახურების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბენეფიციარის დაკავების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოში ინფორმაციის მიღებისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე აჩერებს მომსახურების ანაზღაურების გაცემას, სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის თარიღიდან.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისას ბენეფიციარის მომსახურებაში დაბრუნების შემთხვევაში, აღდგება მომსახურების ანაზღაურების გაცემა, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე (წარდგენის თარიღიდან), მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად,8. შეჩერების პერიოდში მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ გაიცემა. აღდგენის შემთხვევაში, შეჩერების პერიოდში მიუღებელი თანხა გაცემას არ ექვემდებარება.
9. ბენეფიციარისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 14 დღის გამავლობაში.
10. მომსახურება წყდება მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდა