1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) პროგრამის დანართ 3-ში მოცემული დიაგნოზების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2017 წლის პროგრამის დანართი 1.3-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:

ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში – დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

ა.გ) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების მიერ (დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად), გარდა ამ ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისა;

ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოსადმი მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის შესახებ, რეესტრის რიგითობის მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, რეესტრში რჩება ყველა არსებული ინფორმაცია იმ მაძიებლების შესახებ, რომლებიც უკვე აღრიცხულნი არიან რეესტრში;

გ) სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

გ.ა) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს);

გ.ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

გ.გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;

გ.დ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ 2017 წლის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

გ.ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს;

გ.ვ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

გ.ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით. ხოლო ერთიდაიგივე თარიღის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

გ.თ) ამ პუნქტის „გ.ა“-„გ.ზ“ ქვეპუნქტებში მოცემული ერთისა და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

დ) ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება ბენეფიციარის მიერ ნებისმიერი მიზეზით დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის ან კურსით გათვალისწინებული მომსახურების 30 კალენდარული დღის ვადაში სრულად გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე, როგორც რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შესახებ ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიე