1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) პროგრამის დანართი 3-ში მოცემული დიაგნოზების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.
ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2016 წლის პროგრამის დანართი 1.3-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:
ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/ სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში - დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში - დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;
ა.გ) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია;
ა.ვ) ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) მიმწოდებელი უზრუნველყოფს:
ბ.ა) პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;
ბ.ბ) პროგრამაში ჩართვის თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენას, არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით, რის შემდეგაც სააგენტოში ხდება დოკუმენტაციის საფუძველზე პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ.გ) პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ:
ბ.გ.ა) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი);
ბ.გ.ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
ბ.გ.გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;
ბ.გ.დ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);
ბ.გ.ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს;
ბ.გ.ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;
ბ.გ.ზ) ამ პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.
ბ.დ) მე-3 მუხლის მეორე ნაწილის (ბ.გ.) - პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭოს იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.
გ) ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება ბენეფიციარის მიერ ნებისმიერი მიზეზით დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის ან კურსით გათვალისწინებული მომსახურების 30 კალენდარული დღის ვადაში სრულად გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შესახებ, ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიე