1. ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მომსახურების (საქონლის ლოგისტიკა, ავეჯის და საოჯახო ტექნიკის გარდა) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ანაზღაურდება სააგენტოს მიერ, ქვეპროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
4. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით. სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
5. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესასყიდ საქონელთან მიმართებით:
ა) სააგენტოს მიეცეს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
ბ) ავეჯის (CPV კოდი 39100000) და საოჯახო ტექნიკის (CPV კოდი 39700000) თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ითვლება შეთანხმებულად საქართველოს მთავრობასთან და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის N33 დადგენილების შესაბამისად, დამატებით წინასწარ თანხმობას აღარ საჭიროებს.
დანართი 1.2
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრა