1. ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით. სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავეჯის (CPV კოდი 39100000) და საოჯახო ტექნიკის (CPV კოდი 39700000) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება აღარ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან დამატებით წინასწარ თანხმობას.

დანართი 1.2

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრა