ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას;
ბ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას (შესყიდვა და გადაცემა);
გ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა