1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შემდეგი კატეგორიის ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ პირველად დახმარებას:
ა) რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვების ოჯახები;
ბ) რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართული ბავშვის ოჯახი, თუკი დახმარების შესახებ განცხადების გაკეთების დროისთვის რეინტეგრაციის განხორციელებიდან არ არის გასული 90 კალენდარული დღე;
გ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;
დ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;
ე) ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;
ვ) ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და დაწესებულების დატოვებიდან არ არის გასული 30 დღე;
ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი წესით (სხდომის ოქმი N5. 26.06.16.) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული ოჯახები, მათ შორის გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც განმეორებით მიმართავენ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე სხვა ბავშვიანი ოჯახებისთვისაც ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, ამავე ბრძანებით განსაზღვრული კომისიის მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესის შესაბამისად.
3. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების სამიზნე ჯგუფია:
ა) ერთი წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, რომლის:
ა.ა) ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია;
ა.ბ) ოჯახი კვების ვაუჩერის მოთხოვნის შესახებ განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
4. სამი წლის ჩათვლით ასაკის შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი, რომლის ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია ან ჩართულია მინდობითი აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამაში 2019 წლის 1 იანვრიდან.
5. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების საჭიროება. ამასთან, პრიორიტეტი ენიჭებათ რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებსა და იმ ოჯახების ბავშვებს, რომლებსაც განცხადების შეტანის მომენტში აქვთ ნაკლები სარეიტინგო ქულა. ასევე, ბავშვებს, რომელთა შესახებ მიმართაც გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებულია ფაქტი ბავშვის წონის დეფიციტის თაობაზ