1. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პირელადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახი:

ა) სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;

ბ) რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;

გ) რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

დ) რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

ე) რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ვ) სადაც ცხოვრობს ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და დაწესებულების დატოვებიდან არ არის გასული 60 დღე;

ზ) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული, მათ შორის, გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განმეორებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიულ ერთეულს.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით წარმოადგენს ბავშვთა ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვი ერთი წლის ასაკის ჩათვლით:

ა) რომელსაც აქვს წონის დეფიციტი, არასაკმარისი კვების გამო;

ბ) რომლის ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია;

გ) რომელიც განთავსებულია ნათესაურ მინდობით აღზრდაში;

დ) რომლის მშობელი/მშობლები არიან შშმ სტატუსის მქონე პირები;

ე) რომლის მშობელი არის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ან მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა დაწესებულება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მომსახურების შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში;

ვ) რომლის მშობელი არის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ან მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ბენეფიციარი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა მომსახურება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მომსახურების შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში;

ზ) რომელიც არის შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე და ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია ან ჩართულია მინდობითი აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამაში, კვების ვაუჩერი გაიცემა სამი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით;

თ) რომლის ოჯახი, განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.

3. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების საჭიროება. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვექვეპუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებული უნდა იყოს, რომ წონის დეფიციტი გამოწვეულია არასაკმარისი კვების გამ