1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შემდეგი კატეგორიის ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას:
ა) რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვების ოჯახები;
ბ) რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი, თუკი დახმარების შესახებ განცხადების გაკეთების დროისთვის რეინტეგრაციის განხორციელებიდან არ არის გასული 90 კალენდარული დღე;
გ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;
დ) ოჯახი, რომელშიც ბავშვთან/ბავშვებთან ერთად ცხოვრობს არაუმეტეს ერთი შრომისუნარიანი სრულწლოვანი;
ე) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;
ვ) ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე სხვა ბავშვიანი ოჯახებისთვისაც შესასყიდი საქონლის/მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, ამავე ბრძანებით განსაზღვრული კომისიის მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესის შესაბამისად.
3. ერთი წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, რომლის:
ა) ოჯახი კვების ვაუჩერის მოთხოვნის შესახებ განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;
ბ) ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია.
4. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიკურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების საჭიროება.. ამასთან, პრიორიტეტი ენიჭებათ რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს და იმ ოჯახების ბავშვებს, რომლებსაც განცხადების შეტანის მომენტში აქვთ ნაკლები სარეიტინგო ქულ