1. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – 2017 წლის პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „35 02 03“ პროგრამული კოდით („სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“) განსაზღვრული ასიგნება.
2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული. ამასთან:
ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის № 102 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2016 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2016 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2017 წელს, თუ 2017 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:
ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;
გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებულია 2016 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია უპირობოდ უქმდება მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 31-ე კალენდარული დღისა. ამასთან, რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;
ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;
ზ) თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ამავდროულად შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა. ხოლო, თუ მარეგისტრირებელი ორგანო ამავდროულად არის შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, იგი მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.
4. რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2017 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).
6. სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, 2017 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ ბენეფიციართა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.
7. 2017 წლის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.
8. „ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამისა“ და „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 25 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვეში უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ 2018 წლის იანვარში მიმწოდებლის მიერ წარსადგენი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრის