1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 514 000 ლარით. მათ შორის:
ა) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა - 635 000 ლარი;
ბ) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მომსახურება (საქონლის ლოგისტიკა, ავეჯის და საოჯახო ტექნიკის გარდა) – 15 000 ლარი;
გ) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები - 864 000 ლარი.
2. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.
3. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:
ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან;
ბ) გამოიყენება საქონლის მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის ერთი წლის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე;
დ) ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს, არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით, საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;
ე) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის სააგენტოს, არაუგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით;
ვ) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით;
ზ) გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას;
თ) სააგენტო უზრუნველყოფს ბავშვების მშობლებზე ან კანონიერ წარმომადგენლებზე კვების ვაუჩერის გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლების და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ, არაუგვიანეს სააგენტოს მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლი