ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საქონლის/მომსახურების შესყიდვას, გარდა ადგილობრივი და სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებში შემავალი ღონისძიებებისა: საცხოვრებლით ან ბინის ქირით უზრუნველყოფისა, შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო მომსახურებისა და სხვა არაპირველადი საჭიროების საქონლის/მომსახურებისა;
ბ) ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შესყიდული საქონლის ტრანსპორტირებას და ბენეფიციარისათვის გადაცემას;
გ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა