პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა;

ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;

გ) ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;

დ) ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

ე) დღის ცენტრების ქვეპროგრამა;

ვ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

ვ.ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ვ.ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.დ) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ზ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

თ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ი) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;

კ) მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა;

ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

მ) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა;

ნ) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა;

ო) მძიმე და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამ