პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა;
ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;
გ) ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;
დ) ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
ე) დღის ცენტრების ქვეპროგრამა;
ვ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:
ვ.ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;
ვ.ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ.გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ.დ) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ.ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
ზ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
თ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
ი) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;
კ) მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა;
ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
მ) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა;
ნ) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა;
ო) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამ