ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას;
ბ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას (შესყიდვა და გადაცემა);
გ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა