1. ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით. სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავეჯის (CPV კოდი 39100000) და საოჯახო ტექნიკის (CPV კოდი 39700000) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, აღარ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან დამატებით წინასწარ თანხმობას.

დანართი 1.2

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრა