1. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – 2018 წლის პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 35 02 03) განსაზღვრული ასიგნება.
2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული. ამასთან:
ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №121 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2017 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2017 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2018 წელს, თუ 2018 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:
ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;
გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებულია 2017 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;
ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;
ზ) თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ამავდროულად შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, ხოლო, თუ მარეგისტრირებელი ორგანო ამავდროულად არის შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, იგი მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.
4. რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2018 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).
6. სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, 2018 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ ბენეფიციართა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.
7. 2018 წლის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.
8. სააგენტომ უზრუნველყოს 2018 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2017 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2017 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2017 წლის ამოწურვამდე.
9. სააგენტომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დაიწყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელების პროცედურები მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით. ამასთან:
ა) 2018 წლის პირველი იანვრიდან, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ამ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უწყვეტობისთვის განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, ამასთან:
ა.ა) შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი – 35 02 03) პროგრამა, ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:
ა.ბ) „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არაუმეტეს 15000 ლარით;
ა.გ) „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 4000 ლარით;
ა.დ) ,,სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში 2017 წელს შესყიდული სმენის აპარატების გაცემის, მორგების, გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევისა და უფასო საგარანტიო მომსახურების ნაწილში.
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვროს არაუმეტეს 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლი