პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა;

ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

გ) ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა:

დ)   ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

ე) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა;

ვ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

ვ.ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ვ.ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.დ) ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.ე) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.ვ)ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

ზ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

თ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ი) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;

კ) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა;

ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

მ) სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

მ.ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

მ.ბ) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით ურუნველყოფის კომპონენტი.

ნ) განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ო) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამ