1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 800 000 ლარით. ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება - 630 000 ლარით, მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიები - 270 000 ლარით, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება – 900 000 ლარით.
2. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.
3. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:
ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის;
ბ) საქონლის მიმწოდებელი სააგენტოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) ვაუჩერი გაიცემა (მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ამოწურვამდე) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს ვაუჩერის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას. ამასთან, ერთ ოჯახზე ამ პროგრამის ფარგლებში კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს არაუმეტეს რვა ვაუჩერი;
დ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის სააგენტოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;
ე) ერთი ვაუჩერი ითვალისწინებს საკვები პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;
ვ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.
4. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:
ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან;
ბ) საქონლის მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის ერთი წლის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები/მინდობით აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის არაუმეტეს 36 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე;
დ) ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;
ე) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის სააგენტოს არაუგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით;
ვ) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით;
ზ) გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.
5. სააგენტო უზრუნველყოფს ბავშვების მშობლებზე ან კანონიერ წარმომადგენლებზე ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვაუჩერის შესაბამის პირებზე გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლებისა და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ, არაუგვიანეს სააგენტოს მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლი