ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:
ა) მაძიებლის შესახებ ბაზისური ინფორმაციის (სახელი, გვარი, მშობლების ვინაობა, საქმიანობა, საცხოვრებელი მისამართი, სოციალური სტატუსი, მომსახურებებში ჩართულობა და ა.შ.) მოპოვება, შეფასება და ამ მომსახურებით სარგებლობის საჭიროების განსაზღვრა;
ბ) ბავშვის კოგნიტური, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის ბავშვსა და ოჯახზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის მომზადება და გადასინჯვა სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში, რომელიც უნდა მოიცავდეს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან და მოკლევადიან გაზომვად მოსალოდნელ შედეგებსა და მიზნებს;
გ) სპეციალისტთა გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური, კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) სტიმულირება, მშობელთა ცნობიერების და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება. საჭირო პროფესიონალების ჩართულობა და ჯერადობა განისაზღვრება შეფასებიდან გამომდინარე და ასახულია ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ გეგმაში. 3 წლის ასაკის შესრულებამდე მომსახურებაში ჩართული ყველა ბენეფიციარისთვის, ასევე, 3-დან 7 წლამდე ასაკის იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს 8-ს. 3-დან 7 წლამდე ასაკის დანარჩენი ბენეფიციარებისთვის მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) ერთი წლის (თორმეტი თვის) განმავლობაში, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს ასევე 8-ს, მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) მეორე წლის (შემდეგი თორმეტი თვის) განმავლობაში – 6-ს, მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) მესამე (24 თვის შემდგომი) და შემდეგი წლების (თვეების) განმავლობაში 4-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მ.შ. წინა წლებში მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზეც;
დ) გასაწევი მომსახურება გულისხმობს:
დ.ა) 3 წლამდე ასაკის ბავშვების ინდივიდუალურ მომსახურებას უპირატესად (უნდა აღემატებოდეს თვეში გასაწევი მომსახურების 50%-ს) ოჯახის პირობებში მშობლების/ძირითადი მომვლელების მონაწილეობით;
დ.ბ) 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების ინდივიდუალურ მომსახურებას ბუნებრივ გარემოში, რომელიც სახლის გარდა შეიძლება იყოს საბავშვო ბაღი, სკოლა ან სხვა ადგილი, სადაც ბავშვი ატარებს დროის დიდ ნაწილს და ჯგუფურ მომსახურებას, მათ შორის, წყვილებში. საჭიროებიდან გამომდინარე (არაუმეტეს თვეში გასაწევი მომსახურების 50%-ისა), ინდივიდუალური მომსახურება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს მიმწოდებელთან დაწესებულებაში, რაც გაწერილი იქნება ინდივიდუალურ გეგმაში. წყვილებში ან ჯგუფში მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში გასაწევი მომსახურების 50%-ს და უნდა მიმდინარეობდეს მიმწოდებელთან დაწესებულებაში მათი მშობლების/ძირითადი აღმზრდელების მონაწილეობით. ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა არის 5, რომლებთანაც მუშაობს სულ ცოტა 2 პროფესიონალი ან პროფესიონალი და პარაპროფესიონალი.
ე) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის/მინდობით აღმზრდელის მომზადება (მათ შორის - შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება);
ვ) ბავშვისა და მისი გარემოს ხელახალი შეფასება ადრეული ინტერვენციის სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში. შეფასებიდან გამომდინარე, მიმწოდებელი მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს დასკვნას მომსახურების გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების თაობაზე;
ზ) ბავშვისა და ოჯახის დახმარება, რათა მათ მარტივად დატოვონ ადრეული განვითარების პროგრამა და ჩაერთონ სასწავლო დაწესებულებაში (საბავშვო ბაღში ან სკოლაში) სტანდარტით განსაზღვრულ ვადაში. გადასვლის გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს ოჯახთან და ახალი მომსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობი