1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 400 000 ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 330 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ათდღიანი კურსი უნდა შედგებოდეს ჯამში არანაკლებ 22 სეანსისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ერთი ათდღიანი კურსი და კურსებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღე (გარდა გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვებისა (მაგ, პოსტოპერაციული პერიოდი, პირველადი მიმართვა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს), რაც დასტურდება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნით). კურსის დაწყებიდან თუ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებული მიზეზებით არ ჩატარდა ერთი კურსით გათვალისწინებული 22 სეანსი, ამ შემთხვევაში ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა შედგება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 15 ლარზე.
3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.
4. წლის განმავლობაში ფინანსდება 10 400 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზე − არაუმეტეს 8 კურსისა. ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფში განსაზღვრული ძირითადი დიაგნოზის − R62.0-ის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართ 1.2-ით გათვალისწინებულ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში.
5. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:
ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;
ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმასა და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს სააგენტო.
6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტ