1. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 6 საათის განმავლობაში მომსახურება ერთჯერადი კვებით. ამასთან, ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები;

ბ) ასაკის გათვალისწინებით ბენეფიციართა  საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;

გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

ე) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტიანი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება.

2. შშმ პირების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების) შემთხვევაში, დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

ა) იმ დღის ცენტრებში, რომლებშიც შესაძლებელია, ბენეფიციართა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფასა (6-დან 15 წლამდე, 15-დან 18 წლამდე, 18-დან 45 წლამდე და 45 წლის ზემოდ ასაკის) და მათთვის ამავე მუხლით განსაზღვრული მომსახურების  ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფას. (ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება სამ პირს, მაშინ, მათი განთავსება   უზრუნველყოფილი უნდა იქნეს  მოსაზღვრე ასაკობრივ ჯგუფში);

ბ) დღის ცენტრის ფუნქციონირების პროგრამის (კურიკულუმის) წარმოებას;

გ) ექვსთვიანი ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენას მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შედგენაში ჩართულნი არიან: პედაგოგი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, დამხმარე ასისტენტი და ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმოამდგენელი (მიუხედავად  მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), გეგმის განხორციელებასა და განახლებას;

დ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობას;

ე) ბენეფიციართა ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარებას;

ვ) საგანმანათლებლო, განმავითარებელი აქტივობების ხელშეწყობას;

ზ) ფიზიკური გარემოს ადაპტირებასა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას (მათ შორის ადაპტური ავეჯი/ნივთები);

თ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას.

3. შშმ პირთა (შშმ ბავშვთა) დღის ცენტრების მომსახურება ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამატებით მოიცავს:

ა) 6-დან 15 წლამდე ასაკის შშმ ბენეფიციარებისთვის:

ა.ა) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელებას;

ა.ბ) სკოლაში ინკლუზიის ხელშეწყობასა და სკოლაში ჩარიცხული ბავშვების შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმითა და დროის ინტერვალით  (ამ ღონისძიების განხორციელება აუცილებელია ბენეფიციართა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფის შეუძლებლობის შემთხვევაშიც).

ბ) 15 - დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბენეფიციარებისთვის:

ბ.ა) პროფესიული უნარ-ჩვევების და ფუნქციურ-აკადემიური უნარების განვითარებას;

ბ.ბ) ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას;

ბ.გ) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელებას.

გ)  18 - დან 45 წლამდე შშმ პირების შემთხვევაში:

გ.ა) პიროვნული განვითარების, გარემოსთან ადაპტაციის, სოციალური ინტეგრაციის, წინარე და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას;

გ.ბ) პროფესიულ, საგანმანათლებლო და ინკლუზიურ-პროფესიული განათლების ხვედრითი წილის გაზრდასა  და ხელშეწყობას.

დ) 45 წელს ზემოთ შშმ ბენეფიციარების შემთხვევაში - დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების შენარჩუნების პარალელურად,  პიროვნული ჰარმონიზაციისა და ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფას.

ე) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური ჯანმრთლობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებისთვის, დღის ცენტრი დამატებით მოიცავს:

ე.ა) ბენეფიციარის  ფსიქოსოციალური ფუნქციონირების შეფასებას;

ე.ბ)  პაციენტის ინდივიდუალური  და ჯგუფური ფსიქოგანათლებას;

ე.გ) ოჯახის წევრების/მზრუნველების ფსიქოგანათლებას;

ე.დ) ინდივიდულაურ  და ჯგუფური თერაპიას;

ე.ე) სოციალურ უნარ-ჩვევათა დასწავლა/აღდგენას – ინდივიდუალური  და ჯგუფური  თერაპიების  სახით;

ე.ვ) კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დასწავლას.

4.  მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება  დამატებით მოიცავს:

ა) ბენეფიციარის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;

ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

გ) თვითმომსახურების უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას;

დ) ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

ე) ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებასა და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას;

ვ) ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);

ზ) 6 - დან 15 წლამდე  მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების შემთხვევაში - განვითარების სტიმულირებასა და ფუნქციურ-აკადემიური უნარების განვითარებას;

თ) 15 - დან 18 წლამდე ბენეფიციართა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბენეფიციარებისთვის აქცენტი კეთდება დამოუკიდებლად ცხოვრებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზ