1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 258 300 ლარით.
2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.
3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ხოლო შშმ პირებზე, (მათ შორის, შშმ ბავშვებზე) შშმ სტატუსის მოქმედების ვადით. ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 290 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 480 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:
ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 13 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 22 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით (2019 წლის 1 სექტემბრამდე);
გ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, სააგენტოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება (2019 წლის 1 სექტემბრიდან);
დ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად შაბათ -კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით - წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;
ე) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
ვ) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციამ სააგენტოს უნდა აცნობოს თითოეული კონკრეტული ისეთი შემთხვევის თაობაზე, როდესაც ბენეფიციარზე გაცემული ვაუჩერის წარდგენა არ ხდება გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში, ან ვაუჩერი წარდგენილი იქნა ბენეფიციარის მიერ, მაგრამ შესაბამისი მომსახურებით არ უსარგებლია იმავე პერიოდში. ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს საქმის შესწავლა, რომლის დასკვნის შესაბამისად, განიხილება ვაუჩერის შეჩერების/გაუქმების საკითხი. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
ზ) შშმ ბავშვთა/პირთა დღის ცენტრების შემთხვევაში, ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
№
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
1
ქ. თბილისი
285
216
351
42
2
ქ. ქუთაისი
55
70
66
16
3
ქ. რუსთავი
23
15
44
4
ქ. ბათუმი
-
50
5
გორის მუნიციპალიტეტი
70
30
15
6
ქარელის მუნიციპალიტეტი
10
15
7
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
-
26
8
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
16
9
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
15
40
30
10
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
30
25
11
თელავის მუნიციპალიტეტი
-
23
38
12
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
-
14
33
13
ქ. ფოთი
-
25
14
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
25
14
15
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
-
20
16
მცხეთის მუნიციპალიტეტი
-
45
26
17
თიანეთის მუნიციპალიტეტი
30
-
18
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
24
-
19
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
45
-
20
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
24
-
21
ასპინძის მუნიციპალიტეტი
10
22
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
20
23
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
15
24
საჩხერის მუნიციპალიტეტი
18
25
ქ. წნორი
19
26
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
30
10
27
კასპის მუნიციპალიტეტი
20
28
სენაკის მუნიციპალიტეტი
15
20
29
ტყიბულის
მუნიციპალიტეტი
15
30
ვანის მუნიციპალიტეტი
10
8
31
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
20
32
ხონის მუნიციპალიტეტი
13
14
33
ახმეტის მუნიციპალიტეტი
15
34
წალკის მუნიციპალიტეტი
10
35
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, გარდა ქ. წნორისა
11
15
36
მარნეულის მუნიციპალიტეტი
10
37
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
20
38
ხაშურის მუნიციპალიტეტი
20
39
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
20
40
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
15
სულ ბენეფიციარი:
661
945
670