1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40 000 ლარით.
2. 2019 წლის განმავლობაში ერთ პირზე გათვალისწინებულია არაუმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.
3. ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.
4. დაფინანსების მისაღებად, მიმწოდებელი დასრულებული ინდივიდუალური კურსის შესახებ სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის ანგარიშს აწვდის სააგენტოს, არაუგვიანეს ინდივიდუალური კურსის დასრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს ამავე თვის ამოწურვამდე შესაბამისი ვაუჩერის დაფინანსებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობათა გათვალისწინებით. ამასთან, შესაბამისი ანგარიშის ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში ვაუჩერი არ ანაზღაურდება.
5. დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენა, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმი