1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 371 200 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის, არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით, წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში – მიმწოდებელმა ასევე უნდა წარადგინოს შესაბამისი შეფასების დამადასტურებელი საბუთი, არანაკლებ 12 თვეში ერთხელ. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო (2019 წლის 1 სექტემბრიდან).

4. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის 5 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები გასული თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე სააგენტოს უნდა წარუდგინოს  მომსახურების გაწევის  თვის   ტალონები. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.    3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში – მიმწოდებელმა ასევე უნდა წარადგინოს შესაბამისი შეფასების დამადასტურებელი საბუთი,  სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.  ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 20   რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება (2019 წლის 1 სექტემბრიდან).

5. ვაუჩერის ტალონები გაიცემა სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.

6. ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების  თვის  მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

7. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 19 ლარი.

8. წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა თუ ნაკლებია განსაზღვრულ ლიმიტზე, მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 19 ლარის ოდენობაზე.

9.  ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

10. ზედიზედ, 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტ