1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შშმ პირები, მათ შორის, 6-დან 18 წლამდე  შშმ ბავშვები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება, ხოლო 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში - ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროებასთან ერთად მითითებული უნდა იყოს  ელექტრო სავარძელ-ეტლით დამოუკიდებლად სარგებლობის უნარების შეფასების შედეგები;

დ) მექანიკური სავარძელ - ეტლის  მოთხოვნის შემთხვევაში - დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელია   სამედიცინო დოკუმენტაცია  ფორმა №IV-100/ა - ს საფუძველზეც, რომლის მიხედვით აღნიშნული დამხმარე საშუალების მაძიებელის სამედიცინო დიაგნოზი შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის N4 დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალს, ამასთან მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული მექანიკური სავარძელ-ეტლის საჭიროება;

ე) სასკოლო ასაკის (6-დან 14 წლამდე) შშმ ბავშვის შემთხვევაში  − სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისა  და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დადასტურებული დოკუმენტი ელექტრო სავარძელ-ეტლის დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარდგენილი დადასტურებული აღნიშნული დოკუმენტი შეფასებისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის შესახებ  − 6-იდან 14 წლამდე ასაკის  შშმ ბავშვს გადაეცემა მექანიკური სავარძელ-ეტლი;

ვ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

ვ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ვ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

ზ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაშ