კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) – სავარძელ-ეტლის მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საქართველოში აწარმოებს სავარძელ-ეტლს, სადაც დასაქმებულ შშმ პირთა პროცენტული წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს აღემატება და სააგენტოში წარადგენს შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით;

ბ) ბენეფიციარის საჭიროების განსაზღვრისათვის, სავარძელ-ეტლის მორგებისა და შესაბამისი ტრენინგის ჩატარებისთვის ჰყავს სერტიფიცირებული თანამშრომელი და წარადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ტრენინგის შინაარსს;

გ) სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნია მომსახურების გაწევის შესაბამისი ტექნიკური ბაზა და სააგენტოში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებ